• 29-10-2023
    "კვარაცხელიას ბრალი არ არის რომ საქართველოში დაიბადა, მას ქვეყანა აფერხებს" - იტალიელი ჟურნლაისტი ხვიჩაზე
    "კვარაცხელიას ბრალი არ არის რომ საქართველოში დაიბადა, მას ქვეყანა აფერხებს" - იტალიელი ჟურნლაისტი ხვიჩაზე

    ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნლისტმა, საფებურთო გადაცემის ეთერში "მილანისა" და "ნაპოლის" მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

    მან ასევე ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ბრაზილიელი ლეგენდა, რიკარდო კაკა ერთმანეთს შეადარა:

    "ჩემი აზრით რასპადორი ითამაშებს "მილანის" წინააღმდეგ. მას ბევრი პაულო როსის ადარებს. ჯაკომომ ბერლინში მაგარი გოლი გაიტანა"

    "ხვიჩა? - ის კაკაზე ძლიერი გახდება. პირველ სეზონში კაკამ "მილანთან" ერთად სკუდეტო მოიგო როგორც კვარაცხელიამ "ნაპოლისთან", მაგრამ თუ კვარაცხელია კაკასავით "რეალში" გადავა, იქ ბრაზილიელზე უკეთესი იქნება"

    "კაკამ მსოფლიო თასი მოიგო? კვარაცხელიას ბრალი არ არის რომ საქართველოში დაიბადა, მას ქვეყანა აფერხებს ხვიჩა ნამდვილი ჯადოქარია", -განაცხადა ჟურნალისტმა.

    Facebook კომენტარები