• 29-10-2023
    "კვარაცხელიას ყურადღება ამის გამო უნდა მივაქციოთ" - პიოლის კომენტარი "ნაპოლისთან" მატჩამდე
    "კვარაცხელიას ყურადღება ამის გამო უნდა მივაქციოთ" - პიოლის კომენტარი "ნაპოლისთან" მატჩამდე

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მეათე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდება.

    მატჩთან და ქართველის შეჩერების მეთოდებთან დაკავშირებით, "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ისაუბრა:

    "დიახ, პარიზული მატჩის შემდეგ გასახდელში დაძაბულობაა, თუმცა გუნდში არის სურვილი, რომ ვითარება გამოვასწოროთ და მომდევნო თამაში ამის საშუალებას იძლევა. წარსულით ვერ იცხოვრებ და ყველაზე მთავარი ყოველთვის ის მატჩია, რომელიც წინაა"

    "ბოლო ორ შეხვედრაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, დავუშვით შეცდომები, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ნეაპოლში შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მეტი შეგვიძლია. რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელიც ბრყწინვალე გუნდს წვრთნის. დასაწყისში მას გარკვეული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ შემდგომში გუნდი თავის კალაპოტში დააბრუნდა" 

    "მათ აკლიათ ოსიმენი, მაგრამ ნაპოლიმ აჩვენა, რომ ის ნიგერიელის გარეშეც ძლიერია. კვარაცხელიას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მას ჩვენთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები