• 29-10-2023
    მორიგი ტრავმა - "რეალს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
    მორიგი ტრავმა - "რეალს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მე-11 ტურში კატალონიის "ბარსელონა" ჯუდ ბელინგემის დუბლით დაამარცხა.

    აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ "ბლანკოსის" ფრანგი ნახევარმცველი, აურელიან ჩუამენი ტრავმირებულია, ინფორმაციას ესპანური მედია ადასტურებს.

    საყრდენმა თამაში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მას ტკივილები მეორე დღეს დაეწყო.

    ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს აურელიანი.

    Facebook კომენტარები