• 29-10-2023
    “სპეციას” მწვრთნელი: “ივა გელაშვილმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა”
    “სპეციას” მწვრთნელი: “ივა გელაშვილმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა”

    როგორც მოგეხსენებათ, “სპეციამ” სერია B-ს მე-11 ტურის შეხვედრაში შინ “კოზენცა” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “სპეციას” ქართველმა ლეგიონერმა, ივა გელაშვილმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    შეხვედრის შემდეგ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ მედიის წარმომადგენლებთან ივას შესახებ ისაუბრა:

    “გელაშვილმა და სერპემ წყვილში საკმაოდ კარგად ითამაშეს და ძლიერი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. მეტოქეს ნამდვილად ცოტა მომენტის შეაქმნევინეს, მაგრამ, ზოგადად, მთელი გუნდიმა კარგად ითამაშა. მეტოქე გუნდს შესატევად ძალიან მცირე სივრცეები დავუტოვეთ”. - განაცხადა ალვინიმ.

    ცნობისთვის, ივა გელაშვილმა “სპეციას” მაისურით ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

    Facebook კომენტარები