• 30-10-2023
    "მიუხედავად ორმაგი მეურვეობისა ქართველი ხშირად ახერხებდა ხიფათის შექმნას" - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
    "მიუხედავად ორმაგი მეურვეობისა ქართველი ხშირად ახერხებდა ხიფათის შექმნას" - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს მეათე ტურში "მილანს" დაუზავდა.

    მიუხედავად იმისა, რომ კვარამ ამ მატჩში თავი ვერც გოლითა და ვერც ასისტით გამოიჩინა, მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და იტალიური მედია მატჩის შემდეგ მას აქებს:

    Mediaset:"90 წუთის განმავლობაში და პლუს კომპენსირებულ დროში მარცხენა ფლანგზე მეტოქეს უმიზნებს ჩვეული ხარისხით და არაპროგნოზირებადობით"

    Eurosport: "თავისუფალ სივრცეებში ის დამანგრეველია. კალაბრია მას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დაჰყვება, მაგრამ კლასით და სისწრაფით მაინც ახერხებს გავლენის მოხდენას. მე-60 წუთზე კინაღამ ანგარიში გაათანაბრა, ბურთი ტომორის მოხვდა. დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლთან ახლოს იყო". 

    Calcionapoli1926: "მიუხედავად იმისა, რომ კალაბრია ხშირად ახერხებს მის შეჩერებას, ის არ ნებდება და თავისი რეიდებით ცდილობს მილანის დაცვის გარღვევას. ბოლოს ახლოს იყო გამარჯვების გოლის გატანასთან". 

    Oasport: "იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელებშია, რომელსაც პირველ ტაიმში შეეძლო ნაპოლიში ხიფათის შექმნა. ცდილობს მილანის მცველებიდან თავის დაღწევას. ზოგჯერ ეს წარმატებით გამოუვიდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მონდომება არ დაუკარგავს და ყოველთვის თამაშში დარჩა".

    Calciomercato:"ლამაზი დუელი კალაბრიასთან. მილანის მცველი მას ძალიან ცოტა სივრცეს უტოვებს, მუდმივად ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან, მაგრამ ქართველი ხშირად ახერხებს ხიფათის შექმნას. ბოლო წამებში მეტოქის დაცვაში ქაოსი შექმნა და ახლოს იყო გამარჯვების გოლის გატანასთან, მაგრამ მენიომ თქვა - არა". 

    Tuttomercatoweb: "კალაბრია შარშანდელივით კარგად მეურვეობს. როდესაც ის თავის ტექნიკას იყენებს სისწრაფესთან ერთად, ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია". 

    Tuttonapoli: "ჩვეული მოქმედებები, რომელთაგანაც ერთ-ერთმა პოლიტანო 27-ე წუთზე კარის წინ დააყენა. მას ხშირად უწევს ორ მეტოქესთან დუელი და მაინც ცდილობს რიცხობრივი უპირატესობის შექმნას. ბოლოს ჰქონდა შესაძლებლობა "მარადონა" აეფეთქებინა, მაგრამ დაქანცულმა ვერ მოახერხა ბურთის კუთხეში გადაგზავნა".

    Facebook კომენტარები