• 01-11-2023
    "ეს  მხოლოდ მასზეა დამოკიდებული" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვარას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა
    "ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული" - "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვარას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა

    "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო გორეტიმ, ქართველს სუპერვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    იტალიელი კვარას ოქროს ბურთის მომავალში მოგების შანსებზე საუბრობს:

    "უპირველეს ყოვლისა, მე ძალიან გახარებული ვარ, რომ სამი ფეხბურთელი, რომლებიც "ნაპოლიში" თამაშობდნენ, ნომინანტთა შორის მოხვდა. დი ლორენცოსაც დავამატებდი, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. დიახ, მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ ხვიჩა შეიძლებოდა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის ყოფილიყო. მიხარია, რომ ასეთი გზა განვლო" 

    "ოქროს ბურთის მოგება? ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. არ მგონია, ბევრს სჯეროდა, რომ ამ პრიზს ოდესმე ლუკა მოდრიჩი მოიგებდა", - განაცხადა გორეტიმ.

    Facebook კომენტარები