• 01-11-2023
    "ოქროს ბურთის ნომინანტებში ვიქტორის მე-8 ადგილი კვარას დამსახურებაა" - ოსიმენის აგენტი
    "ოქროს ბურთის ნომინანტებში ვიქტორის მე-8 ადგილი კვარას დამსახურებაა" - ოსიმენის აგენტი

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ ოსიმენი ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მე-8 ადგილზე გავიდა.

    ამ ფაქტს მისი იტალიელი საფეხბურთო აგენტი, ანდრეა დ'ამიკო ეხმაურება და ამ ყველაფერში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე საუბრობს:

    "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-8 ადგილზე გასვლა შესანიშნავი შედეგია, ეს ოსიმენის დამსახურებაა, მაგრამ ასევე მისი თანაგუნდელებისა და სპალეტის, რომლებმაც ის უკეთესი გახადეს. დიდებული ფეხბურთელის გარდა, ის დიდებული ბიჭია. ეს ასევე ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაცაა, რომელმაც ის ასისტებით მოამარაგა"

    "ოსიმენი მსოფლიოს საუკეთესო 3 თავდამსხმელს შორისაა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში რომ ყოფილიყო, იმ შეხვედრას სხვა დასასრული ექნებოდა. წინა სეზონში ნაპოლი შესანიშნავი ორკესტრი იყო"
    "გაოცებული ვიყავი ასევე იმით, თუ როგორ მოახერხა ბოლო შეხვედრებისთვის გამოჯანმრთელება, ეს მარტივი არ იყო. ნაპოლი წელსაც ძლიერია და ძალიან კარგი ჩემპიონატი იქნება. ოსიმენის მომავალი? ასეთ ფეხბურთელთან კონტრაქტი ან უნდა გაახანგრძლივო ან უნდა გაყიდო, რადგან რისკია, რომ უფასოდ გაუშვა", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები