• 01-11-2023
    "გასახხდელში ჩავიდა და ეს გააკეთა" - რა მოიმოქმედა დე ლაურენტისმა "მილანთან" პირველი ტაიმის შემდეგ
    "გასახხდელში ჩავიდა და ეს გააკეთა" - რა მოიმოქმედა დე ლაურენტისმა "მილანთან" პირველი ტაიმის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი შედგა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

    ამ შეხვედრაში "პარტენოპეის" ორი რადიკალურად შეცვლილი ტაიმი ვიხილეთ.

    პირველ ნახევარში ნეაპოლელები 0:2 დამარცხდნენ, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანბრეს და 3 ქულისთვისაც კი გაიბრძოლეს.

    როგორც გამოცემა "Repubblica" წერს, აღნიშნული დაპირისპირების პირველი ტაიმის შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი "ნაპოლის" გასახდელს ეწვია.

    წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს გამარჯვების შემთხვევაში ფულად პრემიებს დაჰპირდა.

    აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

    Facebook კომენტარები