• 01-11-2023
    "ხვიჩას რომ ბოლოს გაეტანა, ახლა ამაზე ვისაუბრებდით" - რა თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა
    "ხვიჩას რომ ბოლოს გაეტანა, ახლა ამაზე ვისაუბრებდით" - რა თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა

    როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება შედგა, რომელიც 2:2 დასრულდა.

    ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მატჩის ბოლო ეპიზოდში მაიკ მენიომ ქართველს აჯობა.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვეტერანმა ფეხბურთელმა, დარიო მარკოლინიმ გააკეთა.

    "ხვიჩას რომ ბოლოს გაეტანა, ახლა რუდი გარსიას მოქმედებებზე ვისაუბრებდით, რომელმაც წარმატებული შეცვლები გააკეთა.

    "კვარას იმ მომენტში კონკრეტულობა დააკლდა. ვფიქრობ, რამდენიმე წუთით ადრე იმ მომენტს გამოიყენებდა და შეტევას უფრო ზუსტად დაასრულებდა", - თქვა დარიომ.

    Facebook კომენტარები