• 01-11-2023
    დუმფრისით 3 ინგლისური გრანდი დაინტერესდა
    დუმფრისით 3 ინგლისური გრანდი დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერის" ნიდერლანდელი ფლანგელი, დენზელ დუმფრისი ინგლისური გრანდების ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა.

    Calciomercato-ს ინფორმაციით, 27 წლის მარჯვენა მცველის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და "ლივერპულს" სურს. კლუბები ამ მიზნის მიღწევას 2024 წლის ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე ეცდებიან.

    მარჯვენა მცველის პოზიციაზე "ემიუს" აარონ ვან ბისაკა და დიეგო დალუ ჰყავს, რომლებიც ერიკ ტენ ჰაგისთვის საკმაოდ გამოსადეგი კადრები არიან. "ჩელსიში" აქ რის ჯეიმსი გვევლინება, მაგრამ ინგლისელს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ ხოლმე, "არისტოკრატებს" კი მხოლოდ მალო გუსტოს იმედად დარჩენა ნამდვილად არ ენდომებათ. რაც შეეხება "ლივერპულს", გასაკვირი არაა, რომ მერსესაიდელებს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისთვის კონკურენტის მიყვანა სურთ.

    დუმფრისი მიმდინარე სეზონში "ინტერნაციონალეს" ერთ-ერთი საკვანძო წევრია. ნიდერლანდელმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

    დენზელს "ნერაძურისთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ფლანგელს ნიდერლანდების ნაკრებში 49-ჯერ აქვს ნათამაშები.

    Facebook კომენტარები