• 02-11-2023
    მამარდაშვილი "ვალენსიას" შემდეგ მატჩში არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
    მამარდაშვილი "ვალენსიას" შემდეგ მატჩში არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია

    2 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" სეგუნდა დივიზიონის "ლოგრონესს" შეხვდება. 

    ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ მატჩში "ღამურების" კარს, არა ქართველი კიპერი არამედ ხუამე დომენიკი დაიცავს. 

    როგორც ცნობილია, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას ეს გადაწყვეტილება მამარდას გადატვირთული გრაფიკიდან და დომენიკისთვის შანსის მიცემას უკავშირდება. 

    მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი პირველად არ მიიღებს მატჩში მონაწილეობას. 

    აქვე გეტყვით, რომ "ღამურები" ლა ლიგის მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს "გრანადას" წინააღმდეგ გამართავენ, სადაც კარში კვლავ მამარდას ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები