• 02-11-2023
    ცნობილია - რომელ ადგილზე გავიდა მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის ტურის ტოპ 5 მოგერიებებში
    ცნობილია - რომელ ადგილზე გავიდა მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის ტურის ტოპ 5 მოგერიებებში
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მე-11 ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

    ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და გუნდი გაშვებული გოლებისგან რამდენჯერმე იხსნა.

    აღსანიშნავია, რომ გიორგის ერთ-ერთი მოგერიება, რომელიც მამარდამ მე-60 წუთზე დანი გარსიას აუღო, ლა ლიგის ტოპ 5 სეივებში მეორე ადგილზე გავიდა.

    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგიმ ესპანეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალა 3-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები