• 02-11-2023
    ხვიჩასთვის ტოპ 5 ლიგის გრანდი იბრძოლებს - ვინ დაინტერესდა ქართველის დამატებით
    ხვიჩასთვის ტოპ 5 ლიგის გრანდი იბრძოლებს - ვინ დაინტერესდა ქართველის დამატებით
    ავტორი
    Aa

    უცხოურმა გამოცემებმა "Fichajes"-მა და "DefensaCentral"-მა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს.

    როგორც ირკვევა, ქართველის დამატებით მორიგი გრანდი დაინტერესდა.

    საუბარია "პარის სენ-ჟერმენზე", რომლის ლიდერის, კილიან მბაპეს წასვლის შემთხვევაში კლუბი "პარტენოპეის" შემტევის დამატებას ეცდება.

    წყარო აქვე წერს, ნეაპოლელები ხვიჩას 170 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც, ბუნებრივია, უდიდესი თანხაა.

    ასე რომ, საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა აქვე გეტყვით, რომ კილიანის პარიზიდან მომდევნო ზაფხულშივე წასვლა საკმაოდ რეალური ამბავია.

    Facebook კომენტარები