• 01-09-2022
    "დინამომ" "ლოკომოტივი" გაანადგურა
    "დინამომ" "ლოკომოტივი" გაანადგურა
    Aa

    ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თბილისის "დინამო" "ლოკომოტივს" დაუხვდა. მასპინძლები შეხვედრას თავიდანვე აკონტროლებდნენ. ანგარიში მე-17 წუთზე იმრან ულად ომარმა გახსნა. "დინამოს" მეექვსე ნომერმა მალევე მეორე ბურთიც მიაყოლა და დუბლი გაიფორმა. შეხვედრის პირველ ნახევარში ორი გოლი სტანისლავ ბილენკიმაც გაიტანა და მასპინძლები შესვენებაზე ანგარიშით 4-0 გავიდნენ.


    მატჩის მეორე ნახევარი შედარებით სტატიკური იყო. "დინამოს" რამდენიმე მომენტი შეექმნა, ერთ-ერთი მათ შორის დავით სხირტლაძესაც. გუნდის კაპიტანმა შესანისნავად გაისროლა ბურთი კარისკენ, მაგრამ მისთვის სასურველი შედეგით აღნიშნული მომენტი არ დასრულებულა. შეხვედრის 83-ე წუთზე მეხუთე და მატჩის ბოლო გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა. აღსანისნავია, რომ ეს მისთვის ეროვნულ ლიგაში საიუბილეო, მეასე გოლი გახლდათ. მატჩი 5-0 დასრულდა. 


    "დინამო" 5 სექტემბერს, მომდევნო ტურში "თელავს," ხოლო "ლოკო" გორის "დილას" შეხვდება.


    დღეს აგრეთვე გამორჩეული მატჩი შედგა. იმერულ დერბიში "ტორპედო" და "სამგურალი" დაიპირისპირდნენ ერთმანეთს. დრამატული სცენარით მიმდინარე შეხვედრა ქუთაისელთა სასარგებლოდ 3-2 დასრულდა.


    ეროვნული ლიგის მომდევნო ტური 5 სექტემბრიდან გაიმართება. "საბურთალო" "სიონს" უმასპინძლებს. "სამგურალი"- ბათუმის "დინამო," "გაგრა"- "ტორპედო" 6 სექტემბერსაა ჩანიშნული.


    Facebook კომენტარები