• 02-11-2023
    "თუ გარსია მას თავის ადგილზე არ დააბრუნებს გუნდს წინსვლა გაუჭირდება" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
    "თუ გარსია მას თავის ადგილზე არ დააბრუნებს გუნდს წინსვლა გაუჭირდება" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

    ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ერთ-ერთი საფეხბურთო გადაცემის ეთრში "ნაპოლიზე" და გუნდის პრობლემებზე ისაუბრა:

    "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარსია ცოტას მუშაობს და მოქმედებს სენსიტიურად, რათა ზემდგომი პირები არ გაანაწყენოს. ბიჭებთან სწორი მენეჯმენტი და საუბარია საჭირო, მაგრამ „ნაპოლის“ ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მწვრთნელი, რომელიც ასე არ ფიქრობს, არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა ადგილს დიდი ხნით"

    "მილანთან“ პოლიტანომ და კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს, დანარჩენები კი შედარებით ნაკლებად ჩანდნენ. მწვრთნელი სერიოზულ შეცდომას უშვებს და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ამ მატჩი ლობოტკა როგორც კარგი მუშაკი, ისე თამაშობდა, მაგრამ თუ გარსია მას მოედნის ცენტრში არ დააბრუნებს „ნაპოლის“ წინსვლა და კარგად თამაში გაუჭირდება. სატურნირო ცხრილში მათ „ატალანტას“ გაუსწრეს, მაგრამ ბევრმა შეიძლება გიჟად ჩამთვალოს, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ამ კლუბში პრობლემები კიდევ არსებობს"

    "რომ არა პულიშიჩისა და კალულუს ტრავმები, არ მგონია, რომ „ნაპოლი“ ამ თამაშში დაბრუნებულიყო, ამას მენიოს ორი შეცდომაც დაემატა. კიდევ ვიმეორებ, გარსია წინ მიიწევს მხოლოდ ინტუიციითა და შემთხვევითობით. იმასთან შედარებით, რასაც სპალეტი აკეთებდა და რასაც მისგან ვიყავით მიჩვეულები, ეს ძალიან ცოტაა", - განაცხადა კასანომ.

    Facebook კომენტარები