• 02-11-2023
    “ბარსელონა” სანტიაგო ხიმენესის შეძენით ინტერესდება
    “ბარსელონა” სანტიაგო ხიმენესის შეძენით ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, “ფეინოორდის” 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელი, სანტიაგო ხიმენესი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მთელი საფეხბურთო სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით ინტერესდება. ესპანური გუნდი ხიმენესის სიტუაციას ზაფხულამდე მიადევნებს თვალყურს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.

    საგულისხმოა, რომ ხიმენესის შეძენით პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებიან.

    ცნობისთვის, ხიმენესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები