• 02-11-2023
    სათადარიგოზე თუ ძირითადში? - სად დაიწყებს მიქაუტაძე “ვოლენდამთან” შეხვედრას
    სათადარიგოზე თუ ძირითადში? - სად დაიწყებს მიქაუტაძე “ვოლენდამთან” შეხვედრას

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე “აიაქსში” გადასვლის შემდეგ არცთუისე დიდ სათამაშო პრაქტიკას იღებს.

    ნიდერლანდური გუნდის თავკაცი, მაურის სტეინი ახალგაზრდა მოთამაშეს არ ენდობოდა.

    დიდი წარუმატებლობისა და ერედიზვიონში მე-18 პოზიციაზე აღმოჩენის შემდეგ “აიაქსის” ხელმძღვანელობამ სტეინი გაანთავისუფლა და გუნდში ჯონ ვან ტ’სხიპი მოიყვანა.

    Soccernews.nl-მ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “ვან ტ’სხიპის პირველ ვარჯიშზევე გამოჩნდა, რომ მას გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნა სურს. მაგალითად, მან ხელი გადახვია აჰმეტჯან კაპლანსა და გიორგი მიქაუტაძეს. ისინი ბედნიერი იყვნენ ამ ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმე ამსტერდამში არცისე კარგად მიდის. ქართველს ფეხბურთელს ყოფილი მწვრთნელის მეთაურობით თამაში თითქმის არ უწევდა". - წერია სტატიაში.

    ამავე გამოცემის თანახმად, გიორგი მიქაუტაძე დღევანდელ შეხვედრასაც სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

    ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები