• 03-11-2023
    “მეცი” გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს
    “მეცი” გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის “აიაქსში” გადასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

    მოჰამედ ტაჩბერსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეცი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მიქაუტაძის 6 თვიანი იჯარით დაბრუნებას შეეცდება.

    ყველაფერი ცხადია მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილება “აიაქსის” ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ “აიაქსში” გადასვლის შემდეგ მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები