• 03-11-2023
    სიტუაცია დამძიმდა! - თბილისის "დინამოში" დიდი ფინანსური პრობლემა შეიქმნა
    სიტუაცია დამძიმდა! - თბილისის "დინამოში" დიდი ფინანსური პრობლემა შეიქმნა

    რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების 3 თვის სახელფასო დავალიანება აქვს.

    როგორც "GeoTeam" იუწყება, აღნიშნული პრობლემა კლუბში ჯერ კიდევ არ მოგვარებული.

    გავრცელებული ცნობებით, ამ მიზეზის გამო ოთხშაბათს ფეხბურთელებს არ უვარჯიშიათ.

    ასევე იწერება, რომ მოთამაშეთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც გეგმავს.

    აქვე გეტყვით, რომ "დინამოს" შემდეგი მატჩი 4 ნოემბერს, "თელავის" წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები