• 03-11-2023
    გარსიას შემცვლელი ნაპოვნია - ვის მოყვანას გეგმავს დე ლაურენტისი
    გარსიას შემცვლელი ნაპოვნია - ვის მოყვანას გეგმავს დე ლაურენტისი

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ზაფხულში კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია დანიშნა.

    სეზონის არცთუისე დამაჯერებელი სტარტის გამო ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებაზე მედიაში არაერთხელ დაიწერა.

    ამასთან დაკავშირებით, "პარტენოპეის" ყოფილმა თანამშრომელმა მასიმო სპარნელიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "დე ლაურენტისმა გარსიას შემცვლელი იპოვნა. ეს ფრანჩესკო კალცონა გახლავთ. ახლა პრეზიდენტი შესაბამის დროს ელოდება", - თქვა მასიმომ.

    ცნობისთვის, კალცონა ამჟამად სლოვაკეთის ნაკრების თავკაცია, თუმცა თავის დროზე ის "პერუჯასა" და "ემპოლიში" მუშაობდა.

    Facebook კომენტარები