• 03-11-2023
    2 კანდიდატი უკვე ცნობილია - ვის განიხილავს "იუნაიტედი" ტენ ჰაგის პოტენციურ შემცვლელად
    2 კანდიდატი უკვე ცნობილია - ვის განიხილავს "იუნაიტედი" ტენ ჰაგის პოტენციურ შემცვლელად
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელის ძიებას შეუდგა, იტყობინება ბრიტანული მედია.

    Times Sports-ის ინფორმაციით კლუბი უკმაყოფილოა არსებული შედეგებით, რასაც შესაძლოა ნიდერლანდელი მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვეს.

    როგორც ირკვევა, "მანჩესტერის" სიაში ორი სახელი უკვე ფიგურირებს - რუბენ ამორიმი და ზინედინ ზიდანი.

    ჯერჯერობით, კლუბს მათთან კონტაქტი არ ჰქონია და ტენ ჰაგს დრო კიდევ დარჩა, თუმცა მას შედეგების გაუმჯობესება მართებს.

    Facebook კომენტარები