• 03-11-2023
    მამარდაშვილის "ვალენსიას" რეკორდსმენია - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა
    მამარდაშვილის "ვალენსიას" რეკორდსმენია - რა რეკორდი დაამყარა ქართველმა

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი კოპა დელ რეის 1/64-ფინალში "ვალენსიას" სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, ამის მიზეზი მისი დასვენება იყო.

    დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ბოლოს თადარიგში იყო, ამ პერიოდში კი, მამარდამ "ღამურების" კარი ზედიზედ 53-ჯერ დაიცვა.

    ეს მაჩვენებელი 21-ე საუკუნეში საუკეთესოა, ამ ასწლეულში ქართველმა "ვალენსიას" რიგებში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.

    ასევე აღსანიშნავია, რომ კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი მეკარე, ანდონი სუბისარტეა, რომელსაც ზედიზედ 54 მატჩი აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები