• 03-11-2023
    გეგმა იცვლება - "ბარსა" ზამთარში საყრდენის მოყვანას ეცდება
    გეგმა იცვლება - "ბარსა" ზამთარში საყრდენის მოყვანას ეცდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვითი ტიპის ნახევარმცველის მოყვანას ეცდება, - იუწყება SPORT.

    ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბაზარზე შედარებით დაბალ ფასად ხელმისაწვდომ ფეხბურთელზე გააკეთებენ.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ზამთარში ვიტორ როკესა და პაბლო გავის კონტრაქტების დარეგისტრირება ჰქონდა პრიორიტეტულად განსაზღვრული, მაგრამ ახლა კლუბი საყრდენის დამატებაზე გადაერთვება.

    "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შორს გასასვლელად გუნდს ხსენებულ პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება.

    შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი საყრდენ ნახევარმცველს გასულ ზაფხულსაც ეძებდა. მაშინ კლუბი "ჟირონადან" ორიოლ რომეუს შეძენით დაკმაყოფილდა.

    Facebook კომენტარები