• 03-11-2023
    პოჩეტინო: "ბარსელონას" და "არსენალს" არასდროს გავწვრთნი"
    პოჩეტინო: "ბარსელონას" და "არსენალს" არასდროს გავწვრთნი"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ბარსელონას" არასდროს ჩაიბარებს.

    "არაერთხელ მითქვამს, რომ ის კლუბები, რომლებსაც არასდროს გავწვრთნი, არიან "არსენალი", რადგან ისინი "ტოტენჰემის" მთავარ მეტოქედ განიხილებიან, და "ბარსელონა", "ესპანიოლის" გამო," - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

    "არისტოკრატების" თავკაცმა აღნიშნული განცხადება სწორედ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    ცნობისთვის, მაურისიოს "ბარსას" სათავეში ჩადგომა 2020 წელს შესთავაზეს, როცა კლუბმა თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლა.

    პოჩეტინომ მაშინ მართლაც თქვა უარი, რაც იქიდან გამომდინარე, რომ "ესპანიოლში" ჯამში 12,5 წელი (ფეხბურთელი+მწვრთნელი) აქვს გატარებული, მოულოდნელი არ ყოფილა.

    Facebook კომენტარები