• 04-11-2023
    "ის "აიაქსის" დონის რომ იყოს ეს მოხდებოდა" - ნიდერლანდულ მედიაში მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნებაზე წერენ
    "ის "აიაქსის" დონის რომ იყოს ეს მოხდებოდა" - ნიდერლანდულ მედიაში მიქაუტაძის "მეცში" დაბრუნებაზე წერენ

    ბოლო პერიოდში ამსტერდამის "აიაქსის" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ყოფილ გუნდში, "მეცში" დაბრუნებაზე ხშირად იწერება, ამის მიზეზი მისი ნიდერლანდურ გუნდში სათამაშო დროის უქონლობაა. 

    ამ ყველაფერს ერთ-ერთი ჟურნალისტი, ვალენტიენ დრიესენი ეხმაურება და ამბობს, რომ ჟორჟმა "აიაქსი" სასწრაფოდ უნდა დატოვოს: 

    "მიქაუტაძის დაბრუნება მეცში?დაუყოვნებლივ! სასურველია დღესვე. თუ მეცში გადასვლა ნიშნავს, რომ მისთვის ხელფასის დარჩენილი ნაწილის გადახდა აღარ იქნება საჭირო, გარიგება აუცილებლად უნდა დაიხუროს" 

    "მიქაუტაძე აიაქსის დონის ფეხბურთელი არაა. სხვა შემთხვევაში, ის სასტარტო შემადგენლობაში უფრო დიდხანს დარჩებოდა. საქართველოს ნაკრების მაისურით, ტაილანდს 4 გოლი გაუტანა. ახლახან მისმა გუნდმა ერედივიზიეს ტაილანდის წინააღმდეგ ითამაშა, რომელსაც ვოლენდამი ჰქვია და ქალბატონებო და ბატონებო, მიქაუტაძეს მოედანზე ერთი წამიც არ გაუტარებია", - განაცხადა ნიდერლანდელმა.

    Facebook კომენტარები