• 04-11-2023
    "ნაპოლის" მისი ხარისხის ფეხბურთელი არ ჰყავს" - კასანომ "პარტენოპეიდან" ფეხბურთელი გამოარჩია
    "ნაპოლის" მისი ხარისხის ფეხბურთელი არ ჰყავს" - კასანომ "პარტენოპეიდან" ფეხბურთელი გამოარჩია

    ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ერთ-ერთ იტალიურ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიზე" ისაუბრა.

    ანტონიომ "პარტენოპეიდან" მისი აზრით კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოყო:

    "ლობოტკას ზუსტი პასების მაჩვენებელი 94%-ს უდრის. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, როდესაც ჩავიმ გადაცემების შესრულება 97%-ის სიზუსტით მოახერხა" 

    "დარწმუნებული ვარ, სლოვაკი "ნაპოლისთვის" ისეთივე მნიშვნელობის ფეხბურთელია, როგორიც "ბარსელონასთვის" ჩავი და ინიესტა იყვნენ. ის გუნდისთვის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია" 

    "მას შეუძლია ბურთის ჩაჭრა, ასევე შეტევების დაწყება, "ნაპოლის" მისი ხარისხის ფეხბურთელი არ ჰყავს, მის გარეშე გუნდი სულ სხვა სტილით თამაშობს. ვფიქრობ, ნებისმიერ გრანდში თამაშს შეძლებდა", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები