• 05-11-2023
    "ვფიქრობ, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი" - გარსია "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ
    "ვფიქრობ, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი" - გარსია "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-11 ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.

    შეხვედრის შემდეგ, "პარტენოპეის" თავკაცმა, რუდი გარსიამ მედიასთან ისაუბრა.

    "ეს პირველი შემთხვევაა, როცა გოლი მატჩის სტარტიდან 15 წუთშივე გავიტანეთ. გოლის შემდეგ ცოტა კონცენტრაცია დავკარგეთ. ამის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ.

    "მიუხედავად ამისა, გოლი არ გავუშვით და შეტევაში მაინც ეფექტურები ვიყავით. უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ოჩოა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

    "ელმასის გოლით მოხარული ვარ. ის ამას იმსახურებდა. რასპადორის თამაშით კმაყოფილი ვარ. ის უნივერსალია და რამდენიმე როლის შესრულება შეუძლია.

    "შევცვლი თუ არა 4-3-3 სქემას? ეს დამოკიდებულია მეტოქეებსა და შეხვედრებზე. ოპონენტებმა ეს ტაქტიკა კარგად შეისწავლეს. ვფიქრობ, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. ახლა "უნიონ ბერლინისთვის" ვემზადებით, სადაც 3 ქულის აღება გვსურს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები