• 05-11-2023
    "სათადარიგო სკამზე იმედგაცრუებული იჯდა" - რას წერს "AreaNapoli" ხვიჩაზე
    "სათადარიგო სკამზე იმედგაცრუებული იჯდა" - რას წერს "AreaNapoli" ხვიჩაზე

    სერია ა-ს მე-11 ტურში "სალერნიტანასა" და "ნაპოლის" შეხვედრა შედგა, სადაც "პარტენოპეიმ" მეტოქე 0:2 დაამარცხა.

    აღნიშნულ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო, რა დროშიც მან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

    მატჩის შემდეგ გამოცემა "AreaNapoli"-მ ხვიჩაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

    "როდესაც რუდი გარსიამ კავარაცხელია შეცვალა, ქართველი სათადარიგო სკამზე იმედგაცრუებული იჯდა.

    "მისთვის ეს შეხვედრა სულაც არ იყო კარგი და სასიხარულო.

    "კამერებმა ხვიჩას მოწყენილი სახე დააფიქსირეს. ის მატჩის ბოლომდე თავჩაღუნული იჯდა", - წერს "AreaNapoli".

    Facebook კომენტარები