• 05-11-2023
    "ზოგჯერ ქოჩორაშვილი გუნდს მხრებით მიათრევს" - "ლევანტეს" მწვრთნელის კომენტარი
    "ზოგჯერ ქოჩორაშვილი გუნდს მხრებით მიათრევს" - "ლევანტეს" მწვრთნელის კომენტარი

    როგორც იცით, ლა ლიგა 2-ში "ლევანტესა" და "მირანდესის" დაპირისპირებაში ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

    ამ შეხვედრის შემდეგ, "ლევანტეს" თავკაცმა, ხავიერ კალეხამ მედიასთან ქართველზე ისაუბრა.

    "ქოჩორაშვილზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილი მეომარია. პრესინგზე კარგად თამაშობს და მეტოქეებს მუდამ აწუხებს.

    "ზოგჯერ გიორგი გუნდს მხრებით მიათრევს. მასთან მუშაობით ბედნიერი ვარ", - თქვა "ლევანტეს" თავკაცმა.

    Facebook კომენტარები