• 05-11-2023
    გიორგი ქოჩორაშვილი: "ჯარიმიდან გატანილ გოლზე სახლში ბევრი მიფიქრია"
    გიორგი ქოჩორაშვილი: "ჯარიმიდან გატანილ გოლზე სახლში ბევრი მიფიქრია"

    ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურში "ლევანტესა" და "მირანდესის" შეხვედრა შედგა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

    ამ მატჩში გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

    შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. ბოლო წუთებზე გოლის გაშვება გულდასაწყვეტია.

    "ჯარიმიდან გატანილ გოლზე სახლში ბევრი მიფიქრია. გონებაში ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ "სიუტატზე" გავიტანე და ქომაგებთან ერთად აღვნიშნავდი.

    "მუდამ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. მნიშვნელობა არ აქვს კლუბში ვარ, თუ ნაკრებში. ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდელებისთვის და დავეხმარო მწვრთნელს", - თქვა ქოჩორაშვილმა.

    Facebook კომენტარები