• 05-11-2023
    "გელაშვილი განსხვავებულია, ის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს" - "სპეციას" მთავარი მწვრთნელის კომენტარი
    "გელაშვილი განსხვავებულია, ის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს" - "სპეციას" მთავარი მწვრთნელის კომენტარი

    "სპეციას" ქართველი მცველი, ივა გელაშვილი, გუნდს სერია ა-ს მე-12 ტურში, სადაც "კრემონეზეს" დაუპირისპირდება, კოპა იტალიაზე მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

    ქართველთან დაკავშირებით "სპეციას" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ ისაუბრა:

    "სამწუხაროდ, გელაშვილი არ გვეყოლება, მას ხუთშაბათს პრობლემა შეექმნა. გელა (გელაშვილი) და ბერტოლა განსხვავებულები არიან. ნიკოლო ასაკით უფრო პატარაა და მასთან სხვა მიმართულებითაა სამუშაო, თუმცა სწრაფად პროგრესირებს" 

    "გელაშვილი განსხვავებულია, ის თამაშს სხვაგვარად კითხულობს, ახდენს დიდ გავლენას. გელასთანაც ვმუშაობთ ბურთის ფლობაზე, იერიშის წარმართვაზე. პირველი (გელაშვილი) პერსონალურ მეურვეობაშია უკეთესი, მეორეს (ბერტოლა) ბურთი კარგად ამოაქვს, ჩემი მოვალეობა კი ისაა, ორივეს დავეხმარო განვითარებაში", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები