• 16-06-2023
    ოთარ კიტეიშვილი: “რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ”
    ოთარ კიტეიშვილი: “რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფრაგლებში კვიპროსს ესტუმრება.

    შეხვედრის წინ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა:

    “რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის". 

    "კარგია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. "შტურმთან" ერთად თასი მოვიგე და ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის”. - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

    ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს შეხვედრა 17 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები