• 06-11-2023
    "ეს ძალიან კარგია" - "ბაზელის" მწვრთნელის კომენტარი სიგუას გოლზე
    "ეს ძალიან კარგია" - "ბაზელის" მწვრთნელის კომენტარი სიგუას გოლზე

    როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ბაზელმა" "ივერდონი" გაბრიელ სიგუას გამარჯვების გოლით დაამარცხა.

    შეხვედრის შემდეგ ქართველზე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ ისაუბრა.

    "ვარჯიშებზე ნაკლებად იღლები, ძნელი ასახსნელია, მაგრამ ასეა. ეს არ იყო სრულყოფილი თამაში, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში ეს არც ისე ადვილია.

    "ძალიან კარგია, როდესაც ფეხბურთელი სათადარიგო სკამიდან ერთვება და მალევე გუნდისთვის გამარჯვების გოლი გააქვს", - თქვა ფაბიომ.

    Facebook კომენტარები