• 06-11-2023
    "მიქაუტაძეს ამ შემთხვევაში დავაბრუნებთ" - მეცის პრეზიდენტის განცხადება
    "მიქაუტაძეს ამ შემთხვევაში დავაბრუნებთ" - მეცის პრეზიდენტის განცხადება

    ბოლო პერიოდში ამსტერადმის "აიაქსის" ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ძველ კლუბში, "მეცში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია იწერება.

    ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, თავად ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა, ბერნანდ სერინმა ისაუბრა:

    "გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" ცოტათი მოწყენილია. ჯერჯერობით სიტუაციას ვაკვირდებით, რადგან ფეხბურთელის თაობაზე "აიაქსის" შეხედულება გვაინტერესებს"

    "თუ ამსტერდამელები მის განათხოვრებას გადაწყვეტენ, ეს ძალიან გაგვიხარდება და მიქაუტაძეს სიამოვნებით მივიღებთ. თუმცა ამ ეტაპზე გარიგების დახურვაზე საუბარი ძალიან ნაადრევია", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები