• 06-11-2023
    "მიქაუტაძეს მარცხენა ფლანგზე შანსები ამ შემთხვევაში გაუჩნდება" - ნიდერლანდური გამოცემა
    "მიქაუტაძეს მარცხენა ფლანგზე შანსები ამ შემთხვევაში გაუჩნდება" - ნიდერლანდური გამოცემა

    ნიდერლანდულ მედიაში ამსტერდამის "აიაქსის" ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატია ქვეყნედება.

    ჟორჟზე წერენ, რომ მისი მომავალი ამ გუნდში ბუნდოვანია, თუმცა შანსს სტივენ ბერგვაინის წასვლის შემთხვევაში მიიღებს:

    "თუ ბერგვაინმა აიაქსი დატოვა, არსებობს ალბათობა, მიქაუტაძეს მარცხენა ფლანგზე შანსები გაუჩნდეს. "მეცში" დაბრუნება, რომელზეც ფრანგულ პრესაში დაიწერა, ჯერჯერობით ვარიანტი არაა. მიქაუტაძის პერსპექტივა ბუნდოვანია, სანამ გუნდში ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი არიან", - წერს გამოცემა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსს" აგვისტოში შეურთდა, მას შემდეგ 4 მატჩი ჩაატარა, სადაც ჯამში 166 წუთი მიიღო, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები