• 06-11-2023
    თამაშის წინ "საბურთალო" გაქურდეს - მოპარულია ძვირადღირებული ნივთები
    თამაშის წინ "საბურთალო" გაქურდეს - მოპარულია ძვირადღირებული ნივთები

    7 ნომებერს თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის ნახევარ-ფინალში წყალტუბოს "სამგურლას" დაუპირისპირდება.

    სანდო ქართული წყარო "90 წუთი" ამ მატჩთან დაკავშირებით ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც თბილისური გუნდი გაქურდეს.

    მატჩის წინ, "საბურთალოს" ვარჯიში "ამერის" საფეხბურთო მოედანზე ჰქონდა ჩანიშნული, ვარჯიშის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სტადიონის გასახდელებიდან წაღებულია ფორმები, ბუცები და სხვადასხვა ძვირადღირებული ტექნიკა.

    აღსანიშნავია, რომ შსს-მ ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო.

     რაც შეეხება თამაშს, ის არა გაიდაიდება და ჩვეულებრივ 7 ნოემბერს, 20:00 წუთძე დაიწყება.

    Facebook კომენტარები