• 07-11-2023
    "მიმდინარე სეზონში სიგუამ ბაზელს ქულების ნახევარი მოუტანა" - შვეიცარიული მედია სიგუას აქებს
    "მიმდინარე სეზონში სიგუამ ბაზელს ქულების ნახევარი მოუტანა" - შვეიცარიული მედია სიგუას აქებს

    როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის სუპერლიგაში მოედანზე გამოსულმა გაბრიელ სიგუამ საკუთარ გუნდს, "ბაზელს" ბოლო წუთებზე გამარჯვება მოუტანა.

    ამის შესახებ შვეივარიულ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა:

    "18 წლის გაბრიელ სიგუამ კვირას ბაზელი გადაარჩინა. ივერდონთან 85-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სუპერლიგაში მათ ივლისის შემდეგ პირველად მოიგეს. ამავდროულად, ამ გოლით ბაზელის მწვრთნელის რანგში სუპერლიგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა ფაბიო ჩელესტინის"

    "გმირი თამაშის შემდეგ სახლში ძალიან მოკრძალებულად, ავტობუსით წავიდა. სიგუასთვის ეს სუპერლიგაში მეორე გოლია. სექტემბრის დასაწყისში მან ციურიხთან გუნდს ქულა მოუტანა 95-ე წუთზე. ასე რომ, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში სიგუამ ბაზელს ქულების ნახევარი მოუტანა - რვიდან 4", - იწერება პრესაში.

    Facebook კომენტარები