• 07-11-2023
    "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება რუდი გარსიასთან დაკავშირებით
    "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება რუდი გარსიასთან დაკავშირებით

    "ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა რუდი გარსიასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

    კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის გამო ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის სავარჯიშო ბაზა ნაადრევად დატოვა.

    ამ საკითხს "პარტენოპეის" ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა.

    "გვსურს გამოვეხმაუროთ სტატიას, რომელიც დღეს გაზეთ Corriere dello Sport-მა გავრცელდა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ამავე გაზეთის ვებგვერდზე და რამდენიმე იტალიური სააგენტოს საიტზე დაიწერა. 

    "გვსურს განვაცხადოთ, რუდი გარსიას მიერ ვარჯიშის დატოვება და შტაბ-ბინაში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მწვრთნელმა მთელი სავარჯიშო სეანსი მოედნიდან შეუფერხებლად წარმართა", - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

    Facebook კომენტარები