• 08-11-2023
    კანდიდატი შეირჩა - ვის განიხილავს "ვალენსია" მამარდაშვილის შემცვლელად
    კანდიდატი შეირჩა - ვის განიხილავს "ვალენსია" მამარდაშვილის შემცვლელად

    ესპანურმა გამოცემა "Todofichajes"-მა "ვალენსიას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, კლუბში შიშობენ, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდის შემადგენლობას ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

    ბუნებრივია, ამის გამო "ღამურები" ქართველი კარის დარაჯის შემცვლელს ეძებენ.

    როგორც ზემოთაღნიშნული წყარო იტყობინება, "ვალენსიამ" ახალ კიპერს მიაგნო.

    საუბარია ანტონიო სივერაზე, რომელიც ამჟამად "ალავესის" ღირსებას იცავს.

    კლუბში ვარაუდობენ, რომ ვალენსიელებს მისი შეძენა 2-3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    ცნობისთვის, მამარდა აქამდე მილანის "ინტერთან", ტურინის "იუვენტუსთან" და ლონდონის "ჩელსისთან" აქტიურად დააკავშირეს.

    Facebook კომენტარები