• 02-06-2023
    ოფიციალურად: ლეაუმ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
    ოფიციალურად: ლეაუმ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

    "მილანის" ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ლეაუმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    ახალი ხელშეკრულება პორტუგალიელს "როსონეროსთან" 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

    რაფა "მილანში" 2019 წელს გადმოვიდა, ჯამში მონაწილეობა 169 მატჩში მიიღო. მის აქტივში "შავ-წითელი" მაისურით გატანილი 41 გოლი და 29 ასისტია.

    შეგახსენებთ, რომ რაფა ლეაუ სერია ა-ს 2021/2022 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

    Facebook კომენტარები