• 17-06-2023
    რას ამბობს ქეცბაია საქართველოსთან მატჩის წინ
    რას ამბობს ქეცბაია საქართველოსთან მატჩის წინ

    როგორ მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგშჯ საქართველოს ნაკრებს დაუპირუპირდება. მან "აეკ არენაზე" პრესნკონფერენცია გამართა სადაც გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: 

    "ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენც ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ ხვალინდელ მატჩში წარმატების მისაღწევად" 

    "ჯგუფში ფავორიტები არც კვიპროსია და არც საქრთველოა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი წარმატებისთვის თავის მაქსიმუმს გააკეთებს" 

    "განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ნაკრებს შორის? განსხვავება, მგონი, ძალიან დიდია. დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრია მოთამაშე, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა". 

    "ჩემს დროს კი, უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ბევრი კლუბშიც კი არ ირიცხებოდა. საბედნიეროდ, ყოველთვის არის პერიოდები, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდებიან ხოლმე. ახლა ბევრია ასეთი და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგებს, რასაც ქართველი ქომაგი ელის", - განცახდა ქართველმა 

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი 17 ივნისს თბილისი დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები