• 07-11-2023
    PHOTO: ბრწყინვალე პერფორმანსი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო! - გოჩოლეიშვილის შეფასება "ბარსასთან" მატჩში
    PHOTO: ბრწყინვალე პერფორმანსი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო! - გოჩოლეიშვილის შეფასება "ბარსასთან" მატჩში

    გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარმა" კატალონიის "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ანგარიშით 1:0 სძლია და ჯგუფში 6 ქულა მოაგროვა.

    გოჩოლეიშვილმა მატჩი სრულად ითამაშა და გულშემატკივარს თავი საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

    ქართველმა გარემარბმა "Sofascore"-ს მიხედვით 7.0 შეფასება მიიღო რაც უკრაინულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა.

    აქვე გეტყვით, რომ წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით მატჩში მონაწილეობა ირაკლი აზაროვს არ მიუღია, რომელიც, წინა ჩემპიონთა ლიგურ ტურში "ბარსასთან" ასევე საგოლე პასით გამოირჩა.

    იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები:

    Facebook კომენტარები