• 08-11-2023
    ლეონარდო ბონუჩი: “კვარაცხელიასთვის გოლის შესაქმნელად ერთი მომენტიც საკმარისია”
    ლეონარდო ბონუჩი: “კვარაცხელიასთვის გოლის შესაქმნელად ერთი მომენტიც საკმარისია”

    როგორც მოგეხსენებათ, “უნიონ ბერლინი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ნაპოლის” ესტუმრება.

    შეხვედრის წინ, ბერლინელღა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლეონარდო ბონუჩიმ “პარტენოპეისთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

    “იტალიაში დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო და ემოციურია. ნაპოლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მსიამოვნებს, რადგან მათ ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავთ. კარგი თამაშის ხარისხი უნდა ვაჩვენიფ. ნაპოლის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არაერთხელ მომეცა, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ზოგი იყო და არის ჩემი თანაგუნდელი ნაკრებში. პირველ შეხვედრაში ვნახეთ, რომ კვარცხელიასთვის ერთი მომენტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რასპადორისთვის პასი გაეკეთებინა და გოლი გაეტანათ. ამიტომ, მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ კარიერას იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე დავასრულებ”. - განაცხადა ბონუჩიმ.

    ცნობისთვის, მატჩი 8 ნოემბერს თბილისის დროიღ 21:45 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები