• 08-11-2023
    "ამიტომ თამაშობს კვარაცხელია სხვებზე მეტს" - გარსიას პრესკონფერენცია "უნიონთან" მატჩის წინ
    "ამიტომ თამაშობს კვარაცხელია სხვებზე მეტს" - გარსიას პრესკონფერენცია "უნიონთან" მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 8 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიპნთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე რაუნდში "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდება.

    მატჩთან დაკავშირებით "პარტენოპეის" თავკაცმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

    "საბედნიეროდ, დიდი ხანია 5 შეცვლის უფლება გვაქვს და მწვრთნელებს შეუძლიათ თამაშის მიმდინარეობისას გავლენა მოახდინონ შედეგზე. იმისთვის, რომ კონკრეტული ფეხბურთელი ხშირად იყოს ძირითად შემადგენლობაში, უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია გუნდს გოლებით და საგოლე პასებით დაეხმაროს, ასევე დაეხმაროს დაცვას" 

    "ვინც ამ ყველაფერს უკეთ ახერხებს, ისინი არიან ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად, ვიდრე - სხვები. ამიტომაც, თამაშობენ პოლიტანო და კვარაცხელია უფრო მეტს" 

    "არც ერთი მატჩი ადვილი არ არის, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. მეტოქეს არ აქვს კარგი პერიოდი, მაგრამ როდესაც ტოპ-ლიგის გუნდს ეთამაშები, ეს ნიშნავს, რომ პატარა გუნდს არ ხვდები. რთულ მატჩს ველით. თუ გუნდურად ვითამაშებთ, გავიმარჯვებთ. შეიძლება მეტოქემ 5 მცველით ითამაშოს, თუმცა, გერმანიის თასზე 4 მცველით იყვნენ. მთავარია, ჩვენს თავზე ვიყოთ კონცენტრირებული, რათა მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 21:45 წუთზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები