• 08-11-2023
    "გიორგის აქებს თუმცა არ ათამაშებს" - ნიდერლანდელი ჟურნალისტი "აიქსის" მწვრთნელზე და მიქაუტაძეზე
    "გიორგის აქებს თუმცა არ ათამაშებს" - ნიდერლანდელი ჟურნალისტი "აიქსის" მწვრთნელზე და მიქაუტაძეზე

    ერთ-ერთი ნიდერლანული გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტი, ვალენტინ დრისენი ამსტერდამის "აიაქსში" არსებულ ვითარებაზე და გიორგი მიქაუტაძის უთამაშებლობაზე საუბრობს.

    ის ამბობს, რომ ახალი მწვრთნელის, ჯომ ვამ სხიპის გუნდში მოსვლამ საქმე უკეთესობისკენ ვერ შეცვალა:

    "მადუროს გუნდთან შედარებით, მხოლოდ 1 ფეხბურთელი თამაშობს. ჩემთვის, ბოლო „ვოლენდამთან“ და „ჰეერენვენთან“ თამაში ბევრს ნიშნავს და ახლა მნიშვნელოვანია გუნდმა „ბრაიტონთან“ აჩვენოს ნამდვილად გაიზარდა, თუ არა"

    "ვან სხიპი უამრავ კომპლიმენტს აძლევს გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ უთამაშია.ასევე, მომწონს აკპომი. ეს ბიჭი ბოლო ორ შეხვედრაში შემოვიდა მოედანზე და გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ „ვოლენდამისა“ და „ჰეერენვენის“ წინააღმდეგ. უბრალოდ, ვან სხიპი განსხვავებულად უყურებს რიგ საკითხებს, ვიდრე მორის სტეინი"

    "ის ამბობდა, რომ ახალდამატებული ფეხბურთელების ყოლა შეცდომა იყო, სხიპი კი ასეთ ფეხბურთელებს მაინც კომპლიმენტებს აძლევს“, - განაცხადა დრისენმა.

    Facebook კომენტარები