• 08-11-2023
    "არა, საქართველოში პოპულარული არ ვარ, აქ ყველას კვარა უყვარს" - ქოჩორაშვილის ინტერვიუ
    "არა, საქართველოში პოპულარული არ ვარ, აქ ყველას კვარა უყვარს" - ქოჩორაშვილის ინტერვიუ

    საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველ მეგობრებზე და კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

    "როდესაც პირველ გუნდში გადავედი, წარმოვიდგენდი, თუ როგორ გამქონდა გოლი და როგორ ვზეიმობდი გულშემატკივრებთან ერთად.ზოგჯერ ბევრი რამ კარგად არ ხდებოდა და ტრავმებს ვიღებდი, მაგრამ „კასტელონში“ თამაშმა თავდაჯერება შემმატა და ახლა ბედნიერი ვარ" 

    "როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ ერთად ვიყოთ.ხშირად ასე არ ხდება, მაგრამ ნაკრებში 10 დღეს ერთად ვატარებთ.ესპანეთთან თამაში გველის და ვეცდებით კარგად ვითამაშოთ."

    "არა მე ჩემს ქვეყანაში პოპულარული არ ვარ.აქ ყველას კუმირი კვარაცხელიაა. ის დიდებული ფეხბურთელია. მე უბრალოდ ვარ და ვიქნები თავმდაბალი მოთამაშე. ჩემთან ჩემი მეგობრები მოვიდნენ, რომლებიც სიუტატსა და კასტილიაში წავიყვანე.ქუჩაში ხალხი მაჩერებდა და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ.აქ უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე საქართველოში", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

    Facebook კომენტარები