• 09-11-2023
    ლუკა ლოჩოშვილი: "კრემონეზესთან ერთად მთავარი მიზანი ესაა"
    ლუკა ლოჩოშვილი: "კრემონეზესთან ერთად მთავარი მიზანი ესაა"

    იტალიური "კრემონეზეს" ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა ადგილობრივ მედიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

    "სერია B-ს შესახებ მანამდე ბევრი რამ არ ვიცოდი. აქ ყველა თამაში რთულია, ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის.

    "ვფიქრობ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. "კრემონეზესთან" ერთად მთავარი მიზანი სერია ა-ში დაბრუნებაა.

    "იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში თამაში ნებისმიერი მოთამაშის მიზანია. აქ მოსახვედრად მაღალი დონე უნდა შევინარჩუნოთ", - თქვა ქართველმა.

    Facebook კომენტარები