• 09-11-2023
    "მეორე გოლი ამის გამო ვერ გავიტანეთ" - გარსია "უნიონთან" მატჩის შემდეგ
    "მეორე გოლი ამის გამო ვერ გავიტანეთ" - გარსია "უნიონთან" მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

    შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" თავკაცმა, რუდი გარსიამ მედიასთან ისაუბრა.

    "ვიცოდით, რომ "უნიონი" კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდა. ისინი თავის დასაცავად ყველაფერს აკეთებდნენ.

    "ცოტა არ გაგვიმართლა. ბურთი ძელს მოვარტყით. იყო არჩათვლილი გოლიც, თუმცა ამ ეპიზოდების გათვალისწინებითაც კი შეგვეძლო მოგება.

    "ყველაფერი გავაკეთეთ მეორე გოლის გასატანად, მაგრამ დასკვნით ფაზაში ხარვეზების გამო ეს ვერ შევძელით", - თქვა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები