• 09-11-2023
    დე ლაურენტისი უკმაყოფილოა - რა მოიმოქმედა პრეზიდენტმა მატჩის შემდეგ
    დე ლაურენტისი უკმაყოფილოა - რა მოიმოქმედა პრეზიდენტმა მატჩის შემდეგ

    როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა, სადაც შეხვედრა 1:1 დასრულდა.

    ამ მატჩთან დაკავშირებით, გამოცემა "CalcioNapoli"-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი აღნიშნული შედეგით ძლიერ უკმაყოფილი დარჩა.

    როგორც გამოცემა წერს, მატჩის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი რუდი გარსიას შეხვდა და მას მკაცრად გაესაუბრა.

    ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა თამაშის ხარისხი და საბოლოო შედეგი იყო.

    ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ნეაპოლელებს 7 ქულა აქვთ მოგროვებული და ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ.

    Facebook კომენტარები