• 11-11-2023
    "მიქაუტაძის დაბრუნების სურვილი გვაქვს" - რა განაცხადა "მეცის" პრეზიდენტმა
    "მიქაუტაძის დაბრუნების სურვილი გვაქვს" - რა განაცხადა "მეცის" პრეზიდენტმა

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა არცთუისე კარგად დაიწყო.

    მას შემდეგ, რაც ქართველი ნიდერლანდულ კლუბს შეურთდა, ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.

    აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერის ფონზე "მეცის" პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "თუ, ამსტერდამელები იანვარში მიქაუტაძის იჯარის წესით გაშვებას დააპირებენ, მან იცის გუნდი, სადაც მას მიესალმებიან. 

    "დარწმუნებულები არ ვართ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამის სურვილი გვაქვს", - თქვა პრეზიდენტმა.

    Facebook კომენტარები